ირაკლი ღარიბაშვილი ჩინელ კოლეგას სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრემიერ-მინისტრს ლი კეც ანის სამძიმარს უცხადებს.
საქართველოს პრემიერი მწუხარებას გამოთქვამს საპორტო ქალაქ ტიანძში საწყობის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების გამო.
“თქვენო აღმატებულებავ, ჩვენთვის შოკისმომგვრელი და სამწუხარო იყო საწყობის დამანგრეველი აფეთქებით გამოწვეული ტრაგიკული ამბების გაგება, რომელიც საპორტო ქალაქ ტიანჯინში მოხდა და რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მინდა მოგისამძიმროთ და გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება დაღუპულთა მგლოვიარე ოჯახების, საქართველოს მთავრობის და ჩინელი ხალხის მიმართ, დაშავებულებს კი – სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო. ამ მწუხარების ჟამს, გული შეგვტკივა ჩინეთის მეგობრულ ხალხზე. ჩვენ ვფიქრობთ და თანავუგრძნობთ მათ, ვინც დაკარგა ახლობლები. თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ და გამოვხატავ გულწრფელ მწუხარებას. პატივისცემით, ირაკლი ღარიბაშვილი” , – ნათქვამია განცხადებაში.