ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა. საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის გემის კაპიტანი 65 000 ლარით დაჯარიმდა. ასევე, დაანგარიშებული იქნა გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რომელიც 1870 ლარს შეადგენს. სამართალდამრღვევმა დაკისრებული ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა სრულად დაფარა.