„პრორუსული ბანდიტები ძალიან გააქტიურდნენ “

  პრორუსული ბანდიტები ძალიან გააქტიურდნენ – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ტვიტერზე დაწერა. ბილდტი შეშფოთებას გამოთქვამს დონეცკში მომხდარი წუხანდელი შეტაკებების გამო.
“შეშფოთებული ვარ დონეცკში მსხვერპლის გამო. პრორუსული ბანდიტები ძალიან გააქტიურდნენ. მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროვოკაციის თავიდან აცილება”, – დაწერა კარლ ბილდტმა ტვიტერზე.
შეგახსენებთ: დონეცკში, ლენინის მოედანზე, პრორუსულ და პროუკრაინულად განწყობილ დემონსტრანტებს შორის წუხელ შეტაკება მოხდა. ორი ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები