თბილისის პირველ სამშობიარო სახლში ჩვილი გარდაიცვალა

წუხელ, გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე პირველ სამშობიარო სახლში ჩვილი გარდაიცვალა, რასაც მშობიარე ქალის ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
კოკოლაშვილები ჩვილის დაღუპვას სამშობიარო სახლის სამედიცინო პერსონალს აბრალებენ და მათი პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ფეხმძიმე გოგონა ორჯერ გაუშვეს სახლში მაშინ, როდესაც სასწრაფოდ უნდა ემშობიარებინათ.
თუმცა, კლინიკის დირექტორი ზაზა ავალიანი ექიმების დანაშაულს გამორიცხავს.
“სამედიცინო პერსონალის უყურადღებობა აქ ყველანაირად გამორიცხულია. სანაყოფე სითხე დაიღვარა ჩემს თვალწინ მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემის არარსებობა. სამედიცინო დოკუმენტაცია გადაიგზავნება ჯანდაცვის სამინისტროში. საგანგებო სიტუაციების შტაბს უკვე ეცნობა. ჩატარდება პათანატომიური კვლევა და საბოლოო პასუხი, სიკვდილის მიზეზი  შესაბამისი კვლევების შემდეგ დადგინდება”, – განაცხადა ზაზა ავალიანმა.
წუხელ ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. ჩვილის დაღუპვის მიზეზს კი, ექსპერტიზა დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები