თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო, სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ქაიროს და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, წმინდა ბარბარეს უბნის, ქინძმარაულის, ნაკადულის და ოცხელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: უწერის და უჯარმის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის “ა”, II, IIIა მიკრორაიონების, ბაღნარის, ჩიქვანაიას, ანდრონიკაშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის და სტანისლავსკის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: სამხედრო ქალაქის, აბუსელიძე-ტბელის, გუდარეხის, სახალხოს, წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, ჰოლბრუკის, დოლაბაურის, კაჭარავას, წერნაკის, ნავთლუღის, ჭრელაშვილის, იუნკერთა, საექიმოს, ჰოსპიტლის და დოდაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:99 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების, წალენჯიხის, ტოლენჯის და ხარაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 09:30 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: სანკტ-პეტერბურგის, უზნაძის და მარჯანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ცაიშის, სალხინოს, აბაშის, ასხინის და ქვალონის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშველას V კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის და პოლიტკოვსკაიას ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი ლისის, დელისის III ქუჩის, მინდელის, ნადარეიშვილის და გაზაფხულის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ერწოს ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის და რესპუბლიკის მოედნის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები