რუსეთი მზადაა, უკრაინის საკითხი დსთ-ს ქვეყნებთან ერთად განიხილოს

       ოფიციალური მოსკოვი მზადაა, უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ დსთ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე შეხვედრები გამართოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ იუწყება. მედიის ინფორმაციით, იმის გამო, რომ დსთ-ს წევრი ქვეყნების უმეტესობის მიერ უკრაინის მოთხოვნაზე – დსთ-ს მინისტრების საბჭოს ჩატარებაზე დასტური არ არსებობს, რუსეთის საგარეო უწყება მხარს უჭერს ინიციატივას, მინსკში 14 მარტს ჩატარდეს დსთ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა.
“ჩვენ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ ასეთი შეხვედრისთვის. ახლა ჯერი უკრაინის მხარეზეა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში აცხადებს, რომ მათთვის ასეთი შეხვედრა მიუღებელია”, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები