ჯონ კერი რუსეთს სანქციებით ემუქრება

  თუ ყირიმში რეფერენდუმი ჩატარდება, ორშაბათს ამერიკა და ევროპა რუსეთთან მიმართებაში მკაცრ ნაბიჯებს გადადგამენ – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სენატში გამოსვლისას განაცხადა.
ჯონ კერის თქმით, ამერიკამ უკვე იმ ადამიანების სია მოამზადა, რომელთა მიმართაც, ყირიმში რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, სადამსჯელო ზომები გატარდება.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ყირიმს მოუწოდებს, უარი თქვას რეფერენდუმის ჩატარებაზე, რომელიც ნახევარკუნძულის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითვალისწინებს. ამასთან, ჰეიგი მოსკოვს აფრთხილებს, რომ მას შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან ახალი სანქციები დაემუქროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები