დავით დარჩიაშვილი: ნოდარ დუმბაძე სინდისისა და ისტორიის წინაშე სცოდავდა

 საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ მწერალი ნოდარ დუმბაძე “სინდისისა და ისტორიის წინაშე სცოდავდა”. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს. “ახლა ფბ-ზე, ვიღაც აშეარებს “თეთრი ბაირაღებიდან “პასაჟებს და წერს, გენიალურიაო. ვიღაც ულაიქებს, აბა რა ავუხსნა, როგორ გავაგებინო, რომ ამ სიტყვების, პასაჟების დამწერი ნოდარ დუმბაძე სცოდავდა სინდისისა და ისტორიის წინაშე. რომ ვინმე ქურდი დევდარიანის სიტყვები მდარე ტომობრიობა და პოპულიზმია: “მიტომ გჯობივარ, რომ დევდარიანი ვარ…მილიონი რომ იშოვე, მეორე რაღად გინდა…” გენაცვალეთ, “თეთრი ბაირაღები” ტიპური ქართულ-საბჭოთა ნაწარმოებია, სტალინის ფილოსოფიის გადმომცემი, რომელშიც ქურდული და კომუნისტური ლოგიკა ერწყმის ერთმანეთს. მაგრამ ეგ ხომ სკოლაში და ოჯახში უნდა ისწავლოთ”, – წერს დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები