დონეცკში შეტაკებისას 2 ადამიანი გარდაიცვალა, 50 მძიმედ დაშავდა

  დონეცკში, უკრაინის მთლიანობის მხარდამჭერ აქციაზე შეტაკების დროს ორი ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 50 კი მძიმედ დაშავდა.
სოციალური ქსელის მეშვეობით დაგეგმილი მიტინგი გვიან საღამოს დონეცკის ცენტრში გაიმართა. მოქალაქეები ქუჩაში რუსეთის ხელისუფლების აგრესიის გასაპროტესტებლად გავიდნენ.
პრორუსულად განწყობილმა აქტივისტებმა მათ კვერცხები და ქვები დაუშინეს, შემდეგ კი სამართალდამცველების კორდონი გაარღვიეს. მილიციამ სცადა აქციის მონაწილეების საკუთარი ავტობუსებით გადაყვანა, თუმცა, პრორუსულად განწყობილმა აქტივისტებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები