გვარამია ბერძენიშვილს: „ყველანაირი ნაგავი უნდა იყოს სატელევიზიო სივრცეში, ამიტომაც ვწერთ თქვენს კომენტარებსაც“
„ყველანაირი ნაგავი უნდა იყოს სატელევიზიო სივრცეში, ამიტომაც ვწერთ თქვენს კომენტარებსაც“, – ასე ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს. „ნამდვილად, ყველანაირი ნაგავი უნდა იყოს სატელევიზიო სივრცეში, ამიტომაც ყოველთვის ვწერთ თქვენს კომენტარებსაც“,- წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გაზეთმა „რეზონანსმა“ ლევან ბერძენიშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. დეპუტატის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ მისთვის „რუსთავი 2“ ნაგავია, ქართულ სატელევიზიო სივრცეში მაინც უნდა იყოს.“