კახა კალაძე: გვაქვს შესაძლებლობა, საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს

   ვიცე-პრემიერის, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გვაქვს შესაძლებლობა, საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. კალაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის გადაცემა “არჩევანში” ჩართვისას ბოლო ორი წლის განმავლობაში სამინისტროების მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ექსპლუატაციაში შვიდი ახალი ჰიდროელექტოსადგური შევიდა.
“წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურად განვითარება, წინსვლა თუ ჩვენ ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა არ ვიქნებით. დღეს ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო ენერგეტიკულად დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე. თუმცა, რეალური შანსი, რეალური შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ არა მარტო საკუთარი ბაზარი, საკუთარი მომხმარებელი დავაკმაყოფილოთ ელექტეოენერგიით, არამედ შევძლოთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში გატანა. ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები