სასწრაფოდ: უკრაინაში შესაძლოა ომი დაიწყოს
ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა პრობლემები მშვიდობიანად გადაწყდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა. ტურჩინოვი უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დაწყებას არ გამორიცხავს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არც ყირიმში და არც უკრაინის სხვა ტერიტორიაზე ომი არ დაიწყოს, თუმცა ამის საშიშროება არსებობს. ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, საზღვართან კონცენტრირებულია დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა, სამხედრო ნაწილები, რომლებიც ყოველ წუთს მზად არიან ინტერვენციისთვის. აშკარაა, რომ უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩათრევისთვის მიზეზს ეძებენ”, – განაცხადა ტურჩინოვმა.
პრეზიდენტობის მოვალეობის შემსურებლის შეფასებით, ქვეყანაში სიტუაცია ძალიან მძიმეა. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ სამხედრო მზადყოფნაში არიან.
„ასევე მინდა განვაცხადო, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ სამხედრო მზადყოფნაში არიან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯარმა შეძლოს ჩვენი ქვეყნის დაცვა და ამისთვის გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, იმისთვის, რომ ომი გამოვრიცხოთ და კონფლიქტი მშვიდობიანად გადავწყვიტოთ. ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს ყველა ცივილიზებული სახელმწიფო უდგას გვერდში, ყველა წამყვანი ქვეყნები უკრაინის მხარეს დგანან. ჩვენი პრობლემის გარშემო დემოკრატიული ქვეყნების კონსოლიდაცია მოხდა. რუსეთის ქმედება კი შეფასებულია, როგორც აგრესია დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ტურჩინოვმა.