თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, მუხრანის, ქსნის, ღრმაღელეს, არბოს და ფეიქრების ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხეხილსანერგე მეურნეობის, გვაზაურის, სამღერეთის, ინტერნატის, ფილიას და ხუდადოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის IV, V მიკრორაიონების, წერეთლის გამზირის, გვეტაძის, ყიფიანის, გაფრინდაულის, აგლაძის, ბაგრატიონის და ქუთაისის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამგორის დასახლების, წულუკიძის, მაისურაძის, წულაძის, ციხისძირის, დიდგორის და ნინიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ტოვსტონოგოვის, 26 მაისის და კონსტიტუციის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთავის გზატკეცილის, ალექსანდრე დიუმას და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭავჭავაძის გამზირის და აბულაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ცაგერის, შარტავას, დები იშხნელების, იოსებიძის, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ცხინვალის, მგალობლიშვილის, არდაზიანის, ლუქსემბურგის, ლვოვის, ონიაშილის, ოდესის და ჩერქეზიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.