ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის ანგარიშზე მშენებლობის ნებართვის გაცემის ვადა გაიზარდა

მდინარე ნენსკრაზე დაგეგმილი 280 მგვტ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაიზარდა – ამის შესახებ ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შუამდგომლობით 2015 წლის 27 ოქტომბრამდე გაიზარდა მდინარე ნენსკრაზე დაგეგმილი 280 მგვტ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების ვადა. დაინტერესებული საზოგადოება უფლებამოსილია პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები სამინისტროში წარმოადგინოს 2015 წლის 27 სექტემბერამდე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

http://moe.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები