11 აგვისტოს უეფას სუპერთასის მატჩის ნახვა მსურველებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ
11 აგვისტოს უეფას სუპერთასის მატჩის ნახვა მსურველებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ვაკის პარკში მონიტორის დამონტაჟებას თბილისის მერია უზრუნველყოფს. გულშემატკივრები პირდაპირ ეთერში, დიდ ეკრანზე შეძლებენ, მატჩის მსვლელობას თვალი ადევნონ.
ეკრანის დამონტაჟებისთვის შესაბამისი სამუშაოები ვაკის პარკში უკვე მიმდინარეობს.
უეფას სუპერთასის მატჩი „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის 11 აგვისტოს, „დინამო არენაზე“, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.