ზვიად სიჭინავა ფეხბურთიდან მიდის და მშობლიურ ზუგდიდში ბრუნდება

“დავრჩები თუ არა ფეხბურთში? არ ვიცი. თურმე არაფერი გამიკეთებია ფეხბურთში და არ მინდა, ფედერაცია იქნება თუ კლუბი, იქაც “გავაფუჭო” საქმე”, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
როგორც სიჭინავა ინტერვიუში აცხადებს, იგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია, იგი ზუგდიდში დაბრუნდეს და მომავალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. “დავრჩები თუ არა ფეხბურთში? არ ვიცი. თურმე არაფერი გამიკეთებია ფეხბურთში და არ მინდა, ფედერაცია იქნება თუ კლუბი, იქაც “გავაფუჭო” საქმე. ალბათ, დავუბრუნდები მშობლიურ ზუგდიდს, სადაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი. როგორც სიჭინავა აღნიშნავს, იგი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მხარს დაუჭერს ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც სახელმწიფო 250 მილიონ ლარს ანდობს. “სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ქართულ ფეხბურთში 250 მილიონი ლარის ჩადება იგეგმება! მე არა ვარ ქართული ფეხბურთის მტერი და მხარს დავუჭერ ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც სახელმწიფო ამხელა თანხას ანდობს. რეალური პროექტია თუ არა? ამის გადამოწმება მარტივია: სექტემბერში პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შევა და როცა წავიკითხავ, რომ 2016 წელს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 250 მილიონია განსაზღვრული, ორივე ხელით დავუჭერ მხარს სახელმწიფოს ფავორიტ კანდიდატს. ბიუჯეტში 250 მილიონის ამბავს რომ წავიკითხავ და მეტყვიან, სახელმწიფო ამ თანხას პეტრე პეტრიაშვილს ანდობსო, მაშინვე პეტრე პეტრიაშვილის დროშას დავიჭერ! მე ვერაფერი გავაკეთე? მხარს ვუჭერ კაცს, რომელიც 250 მილიონს მოიტანს ქართულ ფეხბურთში! როცა ეს ყველაფერი დაზუსტებით იქნება გადაწყვეტილი, პრეზიდენტობის სხვა მსურველებს ვურჩევ, კაცობა გამოიჩინონ და კანდიდატურა მოხსნან. სახელმწიფო მე ნამდვილად არ მანდობს 250 მილიონს”, – განაცხადა სიჭინავამ. მისი თქმით, სუპერთასის შემდეგ უეფასთან ანგარიშს გაასწორებს, აგვისტოს ბოლოსთვის კი „აღმასკომს მოიწვევს და არჩევნები დაინიშნება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები