„ჰით ბათუმის“ თანამედროვე მუსიკის დღეები დღეს, ბრიტანული ალტერნატიული როკბენდის – „ტოპლოუდერის“ კონცერტით დასრულდება
„ჰით ბათუმის“ თანამედროვე მუსიკის დღეები გრძელდება. დღეს, 9 აგვისტოს, 21:00 საათზე, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე რომა რცხილაძისა და მისი ბენდის „+995“ კონცერტი გაიმართება. კვირეული კი ამავე დღეს, 21:00 საათზე ბრიტანული ალტერნატიული როკბენდის „ტოპლოუდერის“ კონცერტით დასრულდება.
„ტოპლოუდერი“ ცნობილი ბრიტანული ბენდია, რომელმაც უემბლის სტადიონზე დაუკრა. მონაწილეობა მიიღეს ისეთ ფესტივალებში, როგორიცაა Glastonbury, V-Festival, T In The Park და Chris Evans’ Car-Fest.
„ტოპლოუდერს“ 1997 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მათ შორის, პირველი ალბომის მილიონზე მეტი ასლი, სახელწოდებით „Onka’s Big Moka”, რომელმაც 6 თვის განმავლობაში ბრიტანული ალბომების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ამ პოზიციით ჯგუფმა Brit Awards – ის 4 ნომინაციაში გაიმარჯვა და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია.
2000 წელს სინგლი „Dancing in the Moonlight” ერთი წლის განმავლობაში ჰიტად იქცა. 2013 წელს სიმღერამ ისევ დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი საუკეთესო 40-ეულში, რითაც კიდევ ერთხელ გაიმყარა სტატუსი, როგორც უახლოესი წარსულის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა.
მეორე ალბომმა “Magic Hotel” საუკეთესო ბრიტანულ ალბომებს შორის მესამე ადგილს მიაღწია, რის შედეგადაც ჯოზეფ უოშბორნი (ვოკალი), დენ ჰიფგრეივი (გიტარა), მეთ ნაითი (ბასი) და რობ გრინი (დრამი) მათი კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდ ტურნირზე გავიდნენ და 100 ათასი ადამიანის წინაშე მხოლოდ ბრიტანეთში დაუკრეს.
2013 წელს „ტოპლოუდერმა“ ორი სინგლი “Turn It Around” და “This Is The Night” გამოუშვა, რომელიც მედიამ საკმაოდ კარგად მიიღო მედიამ, რაშიც BBC Radio 2 – მაც დიდი როლი ითამაშა, იმისთვის რომ ეს სიმღერები A „ფლეილისტში“ მოხვედრილიყო. “This Is The Night” – მა Radio 2 – ის რეიტინგებში საპრიზო პირველი ადგილი მიიღო.
„ტოპლოუდერი“ ამ ეტაპზე ახალ მასალაზე მუშაობს, რომელიც 2015 წლის დასასრულს გამოვა, რასაც მოჰყვება ტურნე დიდ ბრიტანეთში.
”ჰით ბათუმის 2015” 6-9 აგვისტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში თანამედროვე მუსიკის დღეები გაიმართა. ზღვისპირა ქალაქი 4 დღის განმავლობაში უცხოელ და ქართველ თანამედროვე შემსრულებლებს მასპინძლობდა. თანამედროვე მუსიკის დღეებმა სტარტი 6 აგვისტოს, „კახაბერი და ხანუმების“ კონცერტით აიღო. ამას მოჰყვა ბოშური საღამო MANOLO “The Voice of the Gypsiess” -გან. თანამედროვე მუსიკის კვირეულში ასევე მონაწილეობდა უკრაინული პოპ-როკ ჯგუფი „ოკეან ელზი“.
პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თითოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.
„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდე ქვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძიებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის „ივენთები“, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.