“უკრაინაში კრიზისის წარმოქმნა ჩვენი ბრალი არ არის“

უკრაინაში კრიზისის წარმოქმნა ჩვენი ბრალი არ არის, თუმცა ჩვენ მასში ჩაგვითრიეს, -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. “არ შეგვიძლია, ყურადღების გარეშე დავტოვოთ ის მოვლენები, რომელიც უკრაინასთან, ყირიმთან და ზოგადად ამ რთულ პრობლემასთან დაკავშკირებით წარმოიქმნა, მინდა აღვნიშნო, რომ არა ჩვენი მიზეზით. ეს კრიზისი წარმოიშვა და ჩვენ ასე თუ ისე მასში ჩართული აღმოვჩნდით. ეს პირველ რიგში, უკრაინის შიდა კრიზისია. სამწუხაროდ, გვესმის ყველაფერი, მაგრამ აღმოვჩნდით მასში ჩართული და მოდით, ერთად ვიფიქროთ ამ თემაზე, როგორ ავაშენოთ ურთიერთობები ჩვენ უკრაინელ პარტნიორებსა და მეგობრებთან და ასევე ევროპასა და აშშ-ში ჩვენ პარტნიორებთან”, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები