თეთნულდში ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი იხსნება
თეთნულდზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი სახელმწიფოს საერთო ჯამში 40 მილიონი ევრო უჯდება. თანხის ნაწილი ფრანგული მხარის სესხია.
თეთნულდზე საბაგირო შენდება და სასრიალო ტრასები იგება.
“კურორტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ფუნქციონირებადი იქნება წელიწადში , დაახლოებით, 6-7 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, აქვს ძალიან გრძელი სასრიალო ტრასები, მსოფლიოში ერთ-ერთი უმაღლესი, დახრის კუთხითაც ერთ-ერთი ყველაზე ციცაბო ტრასებია. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ის გარემობაც, რომ აღნიშნული ტრასები და საბაგიროები მსოფლიოს უმაღლესი კლასის მოთხოვნებს შეესაბამება”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
კურორტი სვანეთში 15 დეკემბერს უნდა გაიხსნას.