ნავთლუღში შენობას ხანძარი გაუჩნდა

ნავთლუღში ნადარეიშვილის #5-ში შენობას ხანძარი გაუჩნდა.   როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, შენობაში სადაც ცეცხლი გაჩნდა, განთავსებულია ხის საამქრო, საწყობები და დამხმარე სათავსოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი 700-800 კვ მეტრის ფართზე გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის ლიკვიდაციისთვის ადგილზე 17 სახანძრო მანქანა და სპეცტექნიკა მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები