მერაბ ჭანუყვაძემ ამომრჩევლებს ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ამომრჩევლებს დღეს ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
საანგარიშო პრეზენტაცია ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
მერაბ ჭანუყვაძე ერთსაათიან გამოსვლაში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ეკონომიკისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე დაკონკრეტდა და  სკოლამდელი განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, კულტურული ღონისძიებებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების მიზნობრიობა დეტალურად განიხილა.
გამგებელმა ყურადღება  იმ  ახალ პროექტებზე გაამახვილა, რომელსაც მუნიციპალიტეტი მისი უფლებამოსილების ვადაში განახორციელებს.
მოხსენების დასრულების შემდეგ მერაბ ჭანუყვაძემ ამომრჩევლების კითხვებს უპასუხა.
შემაჯამებელ პრეზენტაციას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებელი წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალლიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.
გასული წლის 14 იანვარს გამგებელმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს 6 თვის საქმიანობის ანგარიში დაბა ურეკის კულტურის სახლში წარუდგინა. უფლებამოსილების დაწყებიდან ერთი წლის თავზე კი, გაწეული საქმიანობის  ანგარიში  მოსახლეობას გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები