აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ბავშვებს „ჯინო ფერედაისში“ უმასპინძლეს

აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები აკვაპარკ „ჯინო ფერედაისში“ იმყოფებოდნენ. პატარებს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და აკვაპარკის გენერალურმა დირექტორმა რამაზ მიქაძემ უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრი ბავშვებს მათი მამების ღვაწლზე ესაუბრა და მხარდაჭერა აღუთქვა.
ბავშვებთან ერთად აკვაპარკში ომში დაღუპული გმირების თანამებრძოლებიც იყვნენ. პატარები სამხედროებთან და ანიმატორებთან ერთად დახურულ და ღია ტალღოვან აუზებში გაერთნენ, მოგვიანებით კი „ტოპოგანსა“ და „ველურ მდინარეზე“ იცურავეს.
აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ბავშვებისთვის ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და „ჯინო ფერედაისის“ ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები