გიგლა აგულაშვილმა ომის დროს გადამწვარი ტყის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 2008 წლის ომის დროს, ბორჯომ-ხარაგაულის გადამწვარი ტყის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ატენში, ფოთსა და სკრაში გარემოზე მიყენებული ზიანის ამსახველი ფოტომასალები.
ღონისძიებას ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.
2008 წლის ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა, როგორც ბორჯომის ხეობის უნიკალურ ეკოსისტემას, ასევე ადგილობრივ სოფლებს.
განადგურდა ბორჯომის ტყის 950 ჰექტარზე მეტი. გარემოს დაცვის სამინისტროს, ფინეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2012 წლიდან დღემდე, 80 ჰექტარზე ტყის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა.