ბაბუშერის სამარხიდან გადმოსვენებულები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
ბაბუშერის სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ცხედარი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
დაღუპულთა ოჯახის წევრებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიუსამძიმრეს.
აფხაზეთის ომის დროს დაღუპული, კიდევ 12 ადამიანის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში მოხდა. 11 მათგანი ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპა, ხოლო ერთი – აჩადარაში ბრძოლების დროს.
იდენტიფიცირებულები არიან: ამირან გეგეშიძე, სოსო გურგენიძე, მალხაზ ჯიოშვილი, ალექსანდრე ჩიკვილაძე, გოგა გოგალაძე, მარინა ტაბატაძე, ზაალ ამაშუკელი, ემზარ თუთისანი, ვლადიმერ მურადოვი, გენო კვიციანი და ვენერა გაბუნია.
ერთი მათგანის ვინაობა კი, გარკვეული მიზეზების გამო არ სახელდება.