ზესტაფონის გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრასაზე მიმავალი ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სატვირთო ავტომობილის მძღოლი პროფილაქტიკის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის მსუბუქად არის დაშავებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები