ირაკლი ღარიბაშვილი: აგვისტოს ომმა ძალიან მძიმე და მოუშუშებელი იარა დაგვიტოვა

ძალიან მძიმე და მოუშუშებელი იარა დაგვიტოვა აგვისტოს ომმა, – ამის შესახებ პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერმა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო მათ გვერდითაა, რადგან მათი ოჯახის წევრების მიერ გაღებული მსხვერპლი არის დასაფასებელი.

“მართლაც, ძალიან მძიმე და მოუშუშებელი იარა დაგვიტოვა აგვისტოს ომმა, ვინაიდან მივიღეთ უმძიმესი დანაკლისი, დავკარგეთ ჯარისკაცები, პოლიციელები, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც ომში გმირულად დაეცნენ. გვყავს ათასობით ახალი დევნილი, მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები, აგრეთვე, აღიარება რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის. რა თქმა უნდა, ეს არის მოუშუშებელი იარა. მე ქედს ვიხრი დაღუპულების სულების წინაშე, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუთხრა, რომ სახელმწიფო მათ გვერდითაა, რადგან მათი ოჯახის წევრების მიერ გაღებული მსხვერპლი არის უაღრესად დასაფასებელი”, – განაცადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრემიერ-მინისტრი სასაფლაოზე მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები