ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა

„დიდგორი 2015“-ის მოსამზადებელი ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა. სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ ოპერატიული სარდლობის ორგანიზებით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
I მსუბუქი ქვეითი ბრიგადისა და I საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ჯერ დაგეგმვისა და ოპერატიული ბრძანების გაცემის მეთოდებს დაეუფლნენ, შემდეგ კი, სიმულაციური საშუალებების გათამაშებით, აღსრულების პროცესი განხორციელდა.
სამხედრო მოსამსახურეებმა სწავლების პირველი ეტაპი აღნიშნული ბრიგადების დისლოკაციის ადგილებზე, მეორე ეტაპი კი, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარეს.
ერთობლივ სწავლებაში ამერიკელი ინსტრუქტორები, CUBIC-ისა (საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი) და ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ინსტრუქტორები არიან ჩართულები.
მოგვიანებით დამკვირვებლები სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფების მოქმედებას განიხილავენ და შეაფასებენ. სწავლება, რომელიც ნატოს მიერ აპრობირებული სისტემებისა და ნატოს სტანდარტების გამოყენებით იმართება, ყველა ქვედანაყოფმა გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები