თამარ ცინცაბაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის – „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა თამარ ცინცაბაძემ ბრიფინგი გამართა. მან დედაქალაქის მთავრობის მუშაობის ექვსი თვის მუშაობის ანგარიში შეაჯამა.
თამარ ცინცაბაძემ საბიუჯეტო თანხების ათვისებაზე, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე, ეკოლოგიაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და ყურადღება ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა.
დეპუტატმა სატრანსპორტო სფეროში შექმნილი მდგომარეობა მიმოიხილა და პუნქტობრივად დაასახელა ის მიზეზები, რომელთა გამოც ფრაქცია დედაქალაქის მთავრობის მუშაობის ექვსი თვის მუშაობის შედეგებით უკმაყოფილოა.
ამავდროულად, დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში დედაქალაქის მთავრობის მუშაობა კიდევ უფრო აქტიური გახდება.
„ვიტოვებთ იმედს, რომ დარჩენილი ექვსი თვის განმავლობაში მერიის მუშაობა უფრო აქტიური იქნება და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ჩვენს დედაქალაქზე და თითოეულ მოქალაქეზე დადებითად აისახება“, – განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები