მდინარე დიღმულაზე ხიდის რეკონსტრუქციის გამო დიღომში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი არის მოძრაობის შეფერხება მარშალ გელოვანის გამზირზე, კერძოდ – მდინარე დიღმულაზე ხიდის დაკეტვა.
მდინარე დიღმულაზე ხიდის რეკონსტრუქციის შესახებ თბილისის მერიამ გუშინ განცხადება გაავრცელა. მერიის განცხადების თანახმად, ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაობის გამო ის 120 დღით დაიკეტა.
როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, ხიდის ავარიულობიდან გამომდინარე, მოხდება მისი სრული დემონტაჟი და მის ნაცვლად აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი კონსტრუქცია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით: აღმაშენებლის ხეივნიდან დიდუბის მიმართულებით რობაქიძის გამზირის გავლით და აღმაშენებლის ხეივნიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რობაქიძის გამზირის გავლით. ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შპს „მამისონი“ აწარმოებს, დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი დაიხარჯება“,- აცხადებენ თბილისის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები