თინა ხიდაშელი: ამ ფოტოს “ზაგარი” არ უნდა ერქვას, “დაიწვა” უნდა დაარქვათ

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის გვერდზე საკუთარ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ერთ-ერთ ბაზაზეა გადაღებული. ფოტოზე ხიდაშელის არერთგვაროვანი რუჯი ჩანს. თინა ხიდაშელი იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ თემაზე სოციალურ ქსელში იხუმრეს, რჩევით მიმართავს და სტატუსს აქვეყნებს.
„პრესსამსახურმა გამომიგზავნა ახლა, როგორ ერთობა ხალხი. აგვისტო, მართლაც, მშვიდია. როგორც ჩანს, საქმე არ აქვთ, თან ძალიან ცხელა. ისე ჩემი მოკრძალებული რეკომენდაციაა, ამ ფოტოს “ზაგარი” არ უნდა ერქვას, “დაიწვა” უნდა დაარქვათ.
“ზაგარი” ვიცი მე ზღვაზე, ან მთაში, ისვენებ, ერთობი, და შესაბამისად ირუჯები კიდეც. 40 გრადუს სიცხეში მთელი დღე პიკაპით ბაზიდან-ბანაკში ბანაკიდან-ბაზაზე რომ გადაადგილდები და დაიბუგები, ამას “დაიწვა” ჰქვია. ისე ფოტოშოპი გვაქვს, მაგრამ ამისთვის არავის სცალია ჩვენს უწყებაში და, რაღა დაგიმალოთ, მახარებს ეს ამბავი, რომ ამისთვის არ სცალიათ“, – წერს ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები