„მეამაყება, რომ პროკურატურის ფოტოგრაფის ფოტო Vogue-ის მთავარ გვერდზე მოხვდა“

მეამაყება, რომ პროკურატურის ფოტოგრაფის ფოტო Vogue-ის მთავარ გვერდზე მოხვდა, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
სუხიაშვილი დეპარტამენტის ფოტოგრაფს წარმატებას უსურვებს.
“პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფოტოგრაფის მიტო ჯაშიაშვილის მიერ გადაღებულმა ფოტომ „ვოგის“ კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და ონლაინჟურნალის მთავარ გვერდზე მოხვდა. მეამაყება და ვულოცავ ჩემს თანამშრომელს ამ დიდ წარმატებას!”, – წერს სუხიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები