ალექსეი ნავალნი ხარირემზე ნადირობის ფაქტზე დაიკითხა

  პროკურატურამ ალექსეი ნავალინი ხარირემზე უკანონო ნადირობის შესახებ დაჰკითხა, – ამის შესახებ ჟურნალ “Живом журнале” გამოქვეყნდა. ნავალინიმ, რომელიც შიდა პატიმრობაში იმყოფება და მას მხოლოდ ახლობლებთან და ადვოკატთან კონტაქტის უფლება აქვს, კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, პროკურატურის წარმომადგენელს ნადირობის დეტალებმა დააინტერესა. ფოტოზე, რომელიც ადრე მედიაში გამოქვეყნდა, ნავალნი პოზირებს ცხოველთან. პროკურორმა პოლიტიკოსს ჰკითხა, თუ აქვს მას ნადირობის ბილეთი და იარაღი და რა ვითარებაში და ვისთან ერთად იყო ფოტო გადაღებული. ვინ ესროლა და წააქცია ირემი. პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ ნადირობა კანონიერი იყო და ხარირემი შეჭამეს. ნავალნის ნადირობამ დააეჭვა სრულიად რუსეთის ბუნების დაცვის საზოგადოება. მისმა აქტივისტებმა გადაწყვიტეს, სამართალდამცველ ორგანოებს მიმართონ, რადგან ნადირობა სეზონის დროს არ მიმდინარეობდა. ნავალნის ბლოგზეც გამოჩნდა პოსტი, რომ გენერალურმა პროკურატურამ ნადირობის შესახებ მას შემდეგ დაიწყო ფაქტის გადამოწმება, რაც მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები