ვლადიმერ ძნელაძემ მარტოხელა პენსიონერებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებები გააცნო
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი – ვლადიმერ ძნელაძე, დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრს, სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად ეწვია და მათ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებები გააცნო.
დეპუტატმა მარტოხელა პენსიონერებს, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დახმარება შეუჩერდათ, განუმარტა, რომ მათ დახმარების თანხის გაცემა 20 აგვისტოდან აღუდგებათ.
„პენსიონერები, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დახმარება შეუჩერდათ, სამაჟორიტარო ბიუროში მოგვმართავდნენ. დღეს ჩვენს თანამოქალაქეებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებები გავაცანით“, – განაცხადა ვლადიმერ ძნელაძემ.