თბილისის მერიის პრესცენტრს ნონა ყანდიაშვილი უხელმძღვანელებს

თბილისის მერიის პრესცენტრის უფროსად ნონა ყანდიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ „კვირას“ თავად ყანდიაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ თანამდებობას იგი უკვე 3 კვირაა ოფიციალურად იკავებს.
ამავე უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი კი ხათუნა ივანიშვილი იქნება, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო.
ცნობისთვის: ნონა ყანდიაშვილი აქამდე კოალიცია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები