ნათია სირაბიძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ ნათია სირაბიძე დაინიშნება. საკადრო გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განაცხადა.
“ნათია სირაბიძე უახლოეს პერიოდში განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოადგილის პოზიციაზე დაინიშნება. ჩვენ ვეძებთ კომპეტენტურ თანამშრომლებს. მინდა გითხრათ, რომ პოზიცია საკონკურსო არ არის და იგი პირდაპირ ინიშნება”, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
ნათია სირაბიაძემ აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა და ვაკანტურ ადგილზე დასანიშნად კანდიდატურების შერჩევა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები