კასპში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე 1 598 732 ლარი დაიხარჯება (ვიდეო)

კასპში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობა 2016 წელს დასრულდება. კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ახალი, თანამედროვე სტანდარტებითა და სპორტული ინვენტარით აღჭურვილი სპორტული კომპლექსით ისარგებლებს.
კომპლექსის მშენებლობის პროცესი კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად შიდა ქართლის რწმუნებულ–გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა დაათვალიერა. გუბერნატორის განცხადებით, კომპლექსში მოეწყობა წრიული საჭიდაო დარბაზი, ფიტნესისა და კალათბურთის დარბაზები, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა, ასევე მოხდება ძველი სასტუმროს შენობის რეაბილიტაცია.
პროექტს ღირებულება შეადგენს 1 598 732 ლარს, რომელიც ხორციელდება სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით. სამუშაოებს შპს ,,ბლოკჯორჯია” ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები