ყვარელში მოწამლულების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა

ყვარელში მოწამლულების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. პაციენტებს საერთო სიმპტომები აღენიშნებათ: ღებინება, ფაღარათი, საერთო სისუსტე და მაღალი ტემპერატურა.
მოწამლულთა ნაწილი ყვარლის რაიონული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, თუმცა 32 განაგრძობს მკურნალობას. რამდენიმე კი თელავის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს.
ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა, ავთანდილ თალაკვაძემ ყვარელს პრობლემულ უბნებში წყლის მიწოდების აღდგენის რეკომენდაცია მისცა, თუმცა, მისი გამარტებით, წყლის გამოყენება, მოშვებიდან მხოლოდ 10 წუთის შემდეგ შეიძლება.
ამ დრომდე ექსპერტები წყლის შემადგენლობას ლაბორატორიულად სწავლობენ და შედეგები დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები