კასპში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გუბერნატორმა დაათვალიერა

კასპში სასმელი წყლის სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა–რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
კასპის წყალმომარაგების უზრუნველყოფისათვის, სოფელ სამთავისიდან მომავალი ფოლადის მაგისტრალისა და სოფელ მრგვალი ჭალიდან მომავალი აზბოცემენტის მაგისტრალის შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია ცენტარლური მაგისტრალის 6 000 გრ/მეტრამდე მილის ამოცვლა. მშენებლობის პროცესის მიმდინარეობა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი ხორციელდება შპს “გაერთიანებული წყალმომარგების კომპანის“ დაფინანსებით, რომლის ღირებულება შეადგენს 1 899 970 ლარს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კასპის მოსახლეობას გაუუმჯობესდება სასმელი წყლის მიწოდება.
გუბერნატორმა ასევე მოინახულა იგოეთი–კასპი ახალქალაქის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ1-კმ 6.5 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გზების დეპარტამენტი, რომლის ჯამური ღირებულებაც შეადგენს 4 555 000 ლარს, ჯამში დაიგება 6.5 კმ გზა და ასევე ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები