გიგლა აგულაშვილი გოჭკადილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრის პროექტს გაეცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს სტუმრობდა, სადაც გოჭკადილის კანიონი დაათვალიერა და ვიზიტორთა ცენტრის პროექტს გაეცნო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.
გოჭკადილის კანიონი საქართველოს დაცული ტერიტორიების ნუსხის ახლად შემატებული ბუნების ძეგლია. კანიონის განვითარების პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, გადმოსახედი, ნავმისადგომი და საპიკნიკე ადგილები მოეწყობა, დაგეგმილია ასევე მეცამეტე საუკუნის წყლის წისქვილის რეაბილიტაცია.
გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლი წლიურად 50 000 -მდე ვიზიტორს უმასპინძლებს. კანიონის უმაღლესი ადგილი ტეხურას სათავეა, რომელიც ზღვის დონიდან 3003 მეტრზე მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები