ირაკლი ლექვინაძე: დაფინანსება დარჩება იმას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ოჯახებს, რომლებიც კომუნალური ვაუჩერით დაფინანსებას რეალურად არ საჭიროებენ, შეიძლება დაფინანსება მოეხსნათ. როგორც ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომუნალური ვაუჩერით დღეს თბილისში ყველა სარგებლობს, მათ შორის თავადაც. მისივე თქმით, მას ასეთი ვაუჩერით სარგებლობის აუცილებლობა და მიზანშეწონილობა არ აქვს.
„დაფინანსება დარჩება იმას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ასეთი საჭიროების ოჯახები თბილისში რეალურად არიან. ის, რომ მაღალი შემოსავლის მქონე პირები, საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლიანობის მქონე პირები, მათ შორის ბიზნესმენები, ასეთი ტიპის ვაუჩერული დაფინანსებით სარგებლობდნენ და ზოგიერთმა მათგანმა არც კი იცის ამის შესახებ, ეს არის ხარჯი, რომელიც უფრო ეფექტურად შეიძლება იყოს გამოყენებული”, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
ლექვინაძის განცხადებითვე, ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია სემეკის გადაწყვეტილებას ელოდება, რათა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის მაქსიმალურად შეღავათიანი პირობები იქნეს გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები