უკრაინულ მედიაში იანუკოვიჩის რეზიდენციაში გადაღებული კადრები გავრცელდა
უკრაინულ მედიასაშუალებებში სათვალთვალო კამერით გადაღებული მასალა გავრცელდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ტოვებს ვიქტორ იანუკოვიჩი კიევის მეჟგორიეს რეზიდენციას.
მედიის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის დაცვის წევრებმა და რეზიდენციის მომსახურე პერსონალმა შენობიდან ძვირფასი ნივთების გატანა 19 თებერვლიდან, ჯერ კიდევ მანამდე დაიწყეს, სანამ მოედანზე სნაიპერის ტყვიას მშვიდობიანი მომიტინგეები ემსხვერპებოდნენ. კამერებმა დააფიქსირა ისიც დააფიქსირა, თუ როგორ აგროვებს უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი ძვირად ღირებულ ტილოებს მანქანაში განსათავსებლად.
რეზიდენციის მეორე გასასვლელიდან კი ხელოვნების ნიმუშები, ლარნაკები და ჭურჭელი მიაქვთ. გაჰყავთ ძაღლიც, რომელიც იანუკოვიჩს, სავარაუდოდ, სიჩქარის გამო რეზიდენციაში დარჩა.