მდინარე რიონში 23 წლის ნიკა დოლიძეს ეძებენ
დილიდან სენაკის სამძებრო-სამაშველო ჯგუფი მდინარე რიონში დაკარგულ 23 წლის ნიკა დოლიძეს ეძებს. ახალგაზრდა ბიჭი მდინარეზე ცხენით გადადიოდა და წყალში ჩავარდა. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.
მდინარე რიონის სწრაფი დინებისა და ცუდი ხილვადობის გამო, სამძებრო ოპერაციაში მყვინთავების ჩართვა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დოლიძემ ცურვა იცოდა.