ყვარელში 30-ზე მეტი ადამიანი, სავარაუდოდ, წყლით მოიწამლა

ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში ინტოქსიკაციის სიმპტომებით, წუხელ ღამით 30-ზე მეტი ადამიანი შეიყვანეს. მოწამლულთა უმეტესობა ყვარლისა და ყვარლის რაიონის სოფლების – ჭიკაანის, სარუსოსა და გავაზის მცხოვრები ბავშვები არიან. სამი ბავშვი გადის მკურნალობას ასევე თელავის საავადმყოფოშიც.
სავარაუდოდ, მათი მოწამვლის მიზეზი სასმელი წყალია. გავრცელებული ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებში, საიდანაც გვიან ღამით მოსახლეობის კლინიკებში გადაყვანა მოხდა, წყლის მიწოდებაც შეწყდა.
უკვე აღებულია წყლის სინჯები და პასუხები, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები