ნიკოლოზ მჟავანაძე: ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძრის მოხატვას დააფინანსებს

ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძრის მოხატვას დააფინანსებს – ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
როგორც ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, სამების საკათადრო ტაძარში
სამუშაოები უკვე დაწყებულია და პირველად მაცხოვრის ფრესკა იწერება.
„საკმაოდ საიამოვნო ამბავი შევიტყვე ამ კვირას სამების ტაძარში ყოფნისას. ბიძინა ივანიშვილი, რომლის ფინანსური დახმარების შედეგად აშენდა სამების საკათედრო ტაძარი, ამჯერად სამების ტაძრის მოხატვა დააფინანსა და სამუშაოები მაცხოვრის ფრსეკის მოხატვით დაიწყო“ – წერს ნიკოლოზ მჟავანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები