ელიავას ბაზრობის მიმდებარედ მომწამლავი ნივთიერების გავრცელების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზვიად ქაწაშვილი ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მომწამლავი ნივთიერების გავრცელების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზვიად ქაწაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეებს ამ მხრივ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.
“ინფორმაციას ხანძრის შედეგად მომწამლავი ნივთიერების გავრცელების შესახებ არ ვადასტურებ. ასევე, მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი ხანძარი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს”, – აღნიშნა ზვიად ქაწაშვილმა.
რაც შეეხება ინფორმაციას დაკარგულების შესახებ, ზვიად ქაწაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ორი დაკარგული პირის ძებნა, რომლებიც სავარაუდოდ ხანძრის დროს შენობაში იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის გუდაუთის ქუჩაზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები