აშშ- ში აფეთქებას 4 ადამიანი შეეწირა

  ნიუ- იორკში საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 4 ადამიანი, 63-მა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. დაშავებულებს შორის 7 ბავშვია. მაშველები ამ დრომდე ეძებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანებს, რომლებიც, შესაძლოა, ნანგრევებში იყვნენ მოყოლილი.
აფეთქება მანჰეტენზე გუშინ მოხდა. გამოძიების ცნობით, შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების გამო მთლიანად დანგრეულია ორი 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები