ნაომი ქემბელი დედობისთვის ემზადება

 ტოპმოდელმა ნაომი ქემბელმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ის შვილს გააჩენს, იმის მიუხედავად, იქნება მის გვერდით მამაკაცი თუ არა.
“იმ ასაკში ვარ, როდესაც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მინდა შვილები, არ აქვს მნიშვნელობა, მარტო ვიქნები, თუ გვერდით მამაკაცი მეყოლება”, -განაცხადა ნაომი ქემბელმა. ტოპმოდელს პირად ცხოვრებაში არ უმართლებს. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს რუსი ოლიგარქი ვლადისლავ დორონინი ფოტომოდელს ნაომი ქემბელს დაშორდა და მაშინვე შემცვლელი იპოვა. მას ხშირად ხედავდნენ 24 წლის შავკანიან მოდელთან – ჯორჯო ბადილთან, ახლა კი ის 23 წლის ჯაზმა კენდრიკით არის გატაცებული. ამ გოგონას შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი: ის მოდელია. ასევე ჭორის სახით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონა მდიდარ მამაკაცებს უწევს მომსახურებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები