ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამტრედიაში მოქალაქეს, საკუთარი ავტომობილით, შესაბამისი დოკუმენტაციისა და ფირნიშის გარეშე, 3,5 მ3 წიფლის ჯიშის ხე-მორი გადაჰქონდა.