ხვალ თბილისის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება
დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილს დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
კომპანიის ცნობით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, საბურთალოს რაიონს, კერძოდ, გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელ დიდგორის, სოფელ დიღმის, სამხედრო გზატეკცილის მე-9 კილომეტრის, დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კილომეტრების, სარაჯიშვილის, იასამნის, ონიანის, ლუბლიანას, ჩაჩავას, დავარის, ჭიაურელის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კრწანისის რაიონს, კერძოდ, ოქროყანის დასახლების, ორთაჭალის ჩიხის, ნადიკავარის, წინანაურის, კრწანისის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონს, კერძოდ, ჩოლოყაშვილის I კვარტლის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს. გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონსაც. აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 16 საათამდე დენი არ მიეწოდებათ მაზნიაშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე წინამძღვრიშვილის, ცაბაძის და აბასთუმნის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 18 საათამდე სამგორის რაიონს-აეროდრომის დასახლების VII, VIII, IX, X, XI ქუჩების, ჯავახეთის, ხომლელის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონის სოფელ გლდანის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I და IV კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, სამხედრო დასახლების, ლაგურაშვილის, ავშნის და რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს ელეტქრო ენერგია შეუწყდებათ 10 საათიდან 16 საათამდე, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ გლდანის რაიონის მოსახლეობას, კერძოდ გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, იპოლიტოვ-ივანოვის, კაჭარავას, ჯანჯღავას, კობერიძის და ქერჩის ქუჩებს და დიდგორის რაიონს 13 საათიდან 15 საათამდე დაბა წავკისის და ტაბახმელას მაცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.