საქართველოს პრეზიდენტი ილია მეორეს მთავარანგელოზის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ანგელოზის დღე პირადად მიულოცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორეს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა საუბრისას აღნიშნა: “ყველა მოხარულია, რომ პატრიარქი მხნედ დაუბრუნდა ქვეყანას”.